- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სასაფლაოებთან, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.