- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა დღეს მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა.
გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობას მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ მუნიციპალურ პროგრამებზე, ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის საკითხებზე. ასევე, კოალიციური მმართველობის დადებით მხარეებზე, მეგობართა კლუბის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
მერმა სამომავლოდ განსახორციელებელ პრიორიტეტებზეც გაამახვილა ყურადღება.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს