- ქალაქ წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი მანქანა, “IVECO”-ს ფირმის სატვირთო პიკაპი დღეს ოფიციალურად გადაეცა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
“IVECO”-ს ფირმის სატვირთო პიკაპი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ გადასცა.
ახალი ტექნიკა მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.