- ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი ირაკლი შამუგია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადანაა. სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში და აბიტურიენტია. “წალენჯიხელებთან” ამბობს, რომ ხატვა დაიწყო 7 წლის ასაკში. მისი პირველი ნახატი იყო “თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი”, თუმცა არც ახსოვს ნამუშევრის შესრულების პროცესი.
კითხვაზე, თუ რა ფერს ანიჭებს უპირატესობას და ვინ არის მისი მუზა, გვპასუხობს, რომ: მისი ნამუშევრების უმრავლესობა შავ-თეთრია. რაც შეეხება მუზას… არ მყავს… -ამბობს ახალგაზრდა,- და ფიქრის შემდეგ დასძენს: -უბრალოდ მეხატება და ვხატავ…
-რჩეული მხატვრები გეყოლება, საყვარელი ნამუშევრები…
– ვინსენტ ვანგოგი… ჩემს სტილში და ხასიათში ჯდება.
– ვიცით, რომ წელს ამთავრებ სკოლას, ხართ აბიტურიენტი. თქვენი მომავალი გეგმები თუ უკავშირდება ხატვას?
– ნაწილობრივ უკავშირდება, ვფიქრობ, არქიტექტურულზე ჩაბარებას.
-და როგორ წარმოგიდგენიათ არქიტექტორი ირაკლი შამუგია წლების შემდეგ?
-მომავალზე წინასწარ ვერაფერს გეტყვი… ან რატომ უნდა გავუსწროთ მოვლენებს.
მარეხი შამუგია