კოვიდის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 75 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 6 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა – 203, იმერეთი – 1 160, ქვემო ქართლი – 357, შიდა ქართლი – 511, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 442, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 197, სამცხე-ჯავახეთი – 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, დღიურად აცრილია 5 254.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 300 პირი.

კომენტარის დატოვება