- ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო ქოქოსაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამწვარია 1 ოთახი, ხანძარი ლიკვიდირებულია.
“ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზარალებულს დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია კანონის ფარგლებში გაუწევს.”-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.