ლიაში სახლი დაიწვა

  • ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ფიფიას საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილზე მუშაობს წალენჯიხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკური ჯგუფი. ცეცხლის კერები ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესიკ ფარცვანია და მერის წარმომადგენელი ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში თამთა ფიფია.

კომენტარის დატოვება