- ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.
ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო სათამაშო მოედნები
საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასევე, დაასრულა ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 125 და 75 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა
სამეგრელოს რეგიონში, ჯამში, ფონდი 43 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტები ,,ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 82 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელის ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს