- აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, წალენჯიხის ცენტრში “დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ბანერი გააკრა.
“რუსეთი ოკუპანტია”, “პუტინი ტერორისტია” – ამ შინაარსის წარწერებია ბანერზე დატანილი, რომელიც სტამბის შენობაზეა გაკრული.
“მოქალაქეები ჩერდებოდნენ და გვეხმარებოდნენ ბანერის გასწორებაში. ქვემოდან გვაძლევდნენ მითითებებს”, – ამბობს მარიამ სიჭიანავა.