- ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, დღეს ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოს 115 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათი ბენეფიციარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, სათნოების სახლის დირექტორმა გიორგი ჭანიამ და მერის წარმომადგენელმა ქალაქ ჯვარში ირაკლი ხარჩილავამ გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
‘საჩუქრები წალენჯიხის მუნციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს კი ხვალ, 15 აპრილს დაურიგდებათ. აღსანიშნავია,რომ ნობათს მთლიანობაში ქალაქ წალენჯიხისა ქალაქ ჯვარის უმწეოთა სასადილოების 230 ბენეფიციარი მიიღებს.
ამავდროულად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების კომისიის გადაწყვეტილებით, აღდგომის კვირეულში 120-მდე სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები-ომისა და შრომის ვეტერანები, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ოჯახების მშობლები, 100 წელს გადაცილებული პირები, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები, ავღანეთის ომისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მიიღებენ დახმარებას ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.