- დღეს, სტუდენტური დღეები 2023 ოფიციალურად გაიხსნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია.
შეჯიბრებები ჩატარდება-ფრენბურთში, ფეხბურთში, ჭადრაკში, კალათბურთში. გაიმართება ფოტოკონკურსები, მხატვრული კითხვა, ფილმების ჩვენება და განხილვა. ასევე საჯარო ლექციები. მოეწყობა ლაშქრობები და ექსკურსიები,
ქალაქ ჯვარიდან და ფახულანიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება. სტუდენტური დღეების ფინალური აკორდი კი, ანაკლიაში შედგება.
ახალგაზრდებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.