- რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი 41 წლის ალიკა ცაავას გადაცალებიდან ერთი წელი გავიდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული გმირის, ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა.
ქართველი მებრძოლი 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა.
ალიკა ცაავა იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, იყო კომანდოს ბატალიონის წევრი. მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ჯვარში ცხოვრობს. აფხაზეთის ომისას მოკლეს ალიკას მამა, აფხაზეთში დაიღუპნენ მისი ბაბუა და ბიძაც.