- თბილისში, გრიბოედოვის სახელობის თეატრში ქორეოგრაფიული ფესტივალი “კოლხიდა 2022″ ჩატარდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა, ლიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა “იმედები”და “მტრედები”.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ორივე ანსამბლმა ლაურეატის წოდება, დიპლომები და ბულგარეთში ერთკვირიანი საგზური მოიპოვეს.