- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 2023 წლის მაისის ბოლოს პირველად მასპინძლობს ირმა შარიქაძის ფოტო-ექსპერიმენტალურ მასტრკლასს-“შექმენი მომავალი”.
პროექტის თემაა ფოტოგრაფიის ვიზუალური ენის გამოყენება თანამედროვე მსოფლიოში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია საჯარო სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეებისთვის.
პროექტში მონაწილოების მისაღებად მსურველებმა 20 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com შემდეგი ინფორმაცია:
სამოტივაიო წერილი პროექტში მონაწილეობის დაინტერესების თაობაზე
(არანაკლებ 150 სიტყვისა);
მოკლე ბიოგრაფია;
ფოტო სურათი.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.