- პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, ღონისძიების ფარგლებში,ხატვის წრისა და თექის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ასევე კონცერტი ფოლკლორული ანსამბლი “მამული”-სა და ვოკალური ანსამბლი”ნოტები”-ს მონაწილეობით გაიმართა.