- თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 599 64 70 50. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომერზე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სპეც-ტექნიკა და ცოცხალი ძალა. მერიის დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკის გარდა, საჭირო გახდა სპეც-ტექნიკის კერძო პირებისგან დაქირავება.