- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს როგორც წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის ა.(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური,ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თოვლის საფარისგან იწმინდება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.
გზებზე მოძრაობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.