- დღეს, წალენჯიხაში “იუვენტუსის” ბავშვთა აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.
ბავშვთა აკადემია “იუვენტუსის” ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ტრეზეგემ გახსნა.
გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, “ლელოს” ლიდერები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
მამუკა ხაზარაძეს ინიციატივითა და დაფინანსებით დაფუძნდა წალენჯიხაში “იუვენტუსის” აკადემია.