- საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხაში მრავალწლიანი ნარგავების განაშენიანებისა და დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან დაასუფთავეს ტერიტორია და მრავალწლიანი, წიწვოვანი ნერგები დარგეს დავით აღმაშენებლის აღმართთან, არსებულ 9 აპრილის და ბ.შანავას ქუჩაზე კეთილმოწყობილ სკვერში.