- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დაიწყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრები ზღვაიას, ზედა-მაზანდარას, ლუღერა-სამცაცხვის, ქვედა-მაზანდარასა და ხვითერი-საკალანდიოს ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებზე მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში ლელა ხარჩილავა,მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე,საკრებულოს წევრები, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და სათემო საბჭოების წევრები ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მიერ მთავარი პრიორიტეტები დასახელდა.
ზღვაიაში-პრიორიტეტად წისქვილის რეაბილიტაცია, გარე-განათებების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა დასახელდა.
სასარიოს უბანში გზების მოხრეშვა და ცხაურების მოწყობა დასახელდა.
ვალტერ შანავას ქუჩის მოსახლეობამ პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
ქვედა მაზანდარაში, კერძოდ, ბ.შანავას ქუჩის მოსახლეობამ მოითხოვა: მათ ქუჩაზე არსებული სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილობრივ შემოღობვა, წისქვილის რეაბილიტაცია, ასევე, საბავშვო ბაღისთვის 1000 ლარის საჩუქრად გადაცემა სათამაშოების შესაძენად .
წმ.ნინოს ქუჩის, მეორე ჩიხის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად დაასახელეს გზის მოხრეშვა-მოწესრიგება,
ე.ფიფიას ქუჩის მოსახლეობის მოთხვნაა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა.
ლუღერას უბანში,მშვიდობის ქუჩის მოსახლეობამ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა თანხა მოახმაროს მთლიანად სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებუული გზის მოხრეშვა-მოწესრიგებას.
ხვითერი -საკალანდიოს უბნის მოსახლეობამ მოითხოვა- სასაფალოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნის შეძენა, სააბულაძოს უბნის მცხოვრებლებმა კი,პრობლემად დაასახელეს და ამ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ითხოვეს გარე განათებისთვის ორი ელექტრო ბოძის შეძენა და ელ-გაყვანილობის მოწყობა, ასევე სააბულაძოს უბნის მოთხოვნაა 40 გრძივ მეტრზე წყლის სანიაღვრე არხების მოწყობა.
მთავრობის განკარგულებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების განსახორციელებლად 644.000 ლარი გამოიყო.