- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
გუშინ, მოსახლეობასთან შეხვედრა ჯვარში გაიმართა. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებია:
- ოჭანეში-გარეგანათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია და ხიდ-ბოგირის მშენებლობა;
- ჯვარი-სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, საფეხმავლო ხიდზე კი მოაჯირის რეაბილიტაცია;
- ნაკას უბანი ბეტონის საფარის მოწყობა;
- ზედა-ჯვარი-9 აპრილის სკვერის კეთილმოწყობა, საჯაიას ქუჩაზე კი სანიაღვრე მილის მოწყობა;
უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც მოსახლეობამ თავად აირჩია დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
კონსულტაციები და საერთო კრებები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.