წალენჯიხაში სამი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წყოუშისა და წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლები 120 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყოუშის საჯარო სკოლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, ამ სკოლაში მოსწავლეები ოკუპირებული საბერიოდანაც დადიან, მანამდე არსებული სკოლა კი ავარიული იყო და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ასევე ავარიული იყო წალენჯიხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაც.

უწყების ცნობით, წალენჯიხაში ასევე შენდება საჩინოს #1 საჯარო სკოლის შერწყმული საბაზო სკოლა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს ასევე დავით ვერავა გაეცნო.

სკოლების მშენებლობის პროცესს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

წალენჯიხაში ქალაქის და სოფლების მასშტაბით, ასევე მიმდინარეობს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი.