- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, შექმნილია კომისია.
ა(ა)იპ ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის დასუფთვებისა და კეთილმოწყობის სამსახურები და მერიის სტრუქტურული ერთეულები აქტიურად არიან ჩართული პრობლემების მოგვარებაში.
მოსახლეობას დაურიგდა დროებით გადასახური მასალა-ტენტი, სახურავების დროებით გადასაფარებლად რომ ნალექმა უფრო არ დააზინოს საცხოვრებელი სახლები.
სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად დათვალიერდა სტიქიით დაზიანებული სახლები. ადგილობრივი ძალებით გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისაგან და გზებზე არსებული შეზღუდვები მოიხსნა.
მიუხედავად ჩატარებული ღონიძიებებისა სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის ზარალი ბლომდე დათვლილი რომ საბლოო სურათი წარედგინოს ხელისუფლებას , რათა გამოყოს შესაბმისი დახმარება ცენტრალური ბიუჯეტიდან და უმოკლეს ვადებში განხორციელდეს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა.
სტიქის კომისიაში შემავალი, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, მერის წარმომადგენლები გვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად ზარალის ოდენობაზე, შემდგომში სტიქიის კომისიაზე განსახილველად და შესაბამის უწყებაში გადასაგზავნად.
წალენჯიხის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ვინც დაზარალდით სტიქიის გამო და არ დაფიქსირებულხართ შესაბამისი კომიოსიის მიერ, მიმართეთ მერის წარმომადგენლებს ადგილზე ან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599 85 72 20.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს