- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტრანსმისიური გზით გადამდები დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სადეზინფექციო სამუშაოები გერმანული წარმოების პრეპარატით “სოლფაკი” ხორციელდება. ღონისძიებების ფარგლებში მუშავდება საერთო საცხოვრებლის შიდა და გარე პერიმეტრები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კვარაცხელიას, გრანელის და სალიას ქუჩაზე მდებარე მრავალ ბინიანი საცხოვრებლის დამუშავება მოხდა, სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
სამუშაოებს წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი NCDC ასრულებს.