- დღეს, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის პარკში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
აქციის მონაწილეები, სკანდირებდნენ: „საქართველო! არა რუსულ კანონს!“
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა.