- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი გრიგალის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხეები.
უწყების ცნობით, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლის სახურავი სტიქიამ სრულად გადახსნა. მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.