- ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს.
მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები.