- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წალენჯიხაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
წალენჯიხაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს ეთმობა, საღამოს კი ,,ქუჩის ბიჭები” იმღერებენ.