წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, საერთო მოცულობით 50 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები და მასზე განთავსებული უკანონო ხე-ტყე დაილუქა.

კომენტარის დატოვება