წალენჯიხელი საბა კაკუბავას ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

  • ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის საბა კაკუბავას ნახატებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, 15 წლის საბა კაკუბავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო – საგანმანათლებლო ცენტრის წარმატებული მოსწავლეა.

საბამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავისი ნამუშევრები, ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და ჟანრების მრავალფეროვნებაზე.

ახალგაზრდა მხატვარზე ისაუბრეს მისმა პედაგოგებმა და მეგობრებმა.

გამოფენა ჩატარდა ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით.