- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებას სქურის გზის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ ლარს სთხოვს.
წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და 8 მილიონი ლარის გამოყოფისაკენ მოუწოდებს.
აღნიშნული თანხა, როგორც წალენჯიხის მერიაში ამბობენ, კურორტ სქურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
აღნიშნული პროქეტი უკვე შედგენილია.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს