- წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.
მან წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.
მედიასთან საუბარში, ლაშა ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.