წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა წალენჯიხის N68-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ანა მიქავამ გახსნა.

სხდომას 27 წევრიდან 26 დეპუტატი დაესწრო. დღევანდელ საკრებულოს სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ავთანდილ გაბელია უძღვებოდა.

სხდომაზე ცნობილ იქნა ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.

სხდომაზე ერთი ფრაქცია -”წალენჯიხა საქართველოსთვის“ დაფუძნდა.

სხდომა ერთი კვირით გადაიდო.

კომენტარის დატოვება