- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 240 ცალი პლასტმასის სანაგვე ურნა გადასცა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტი მთელი რეგიონის მასშტაბით განხორციელდა.
უწყების ცნობით, ნაგვის ურნები სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა მომავლისთვის დაგეგმილია სხვადასხვა ზომის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერების შემოტანა, წლის ბოლოს კი, მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადმოეცემა.