- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ 35 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებულები ხვდებიან.
“რეფორმების შედეგად მოწესრიგდა ბაღების კვებითი უზრუნველყოფის საკითხი, განახლდა კვების რაციონი და პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუ დახვდათ,რაც მათი სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
კვების რაციონის კალორაჟი დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდა.ნაცვლად არსებული 900 კ.კალორაჟისა, ამჟამად შეადგენს ნორმას -1600 კ.კალორაჟს.
გარდა აღნიშნულისა, პატარებისათვის შეძენილიქნება წიგნები და სათამაშოები, თვალსაჩინოებისთვის საჭირო მასალები სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად.
ამ დროისათვის 35 საბავშვო ბაღში -921 ბავშვი ირიცხება, აქედან წელს რეგისტრირებული 100 ბავშვია”-აღნიშნულია ინფორმაციაში.