- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35-ივე საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წელს 831 აღსაზრდელი აგრძელებს სწავლას, აქედან 151 ახალ რეგისტრირებულია.
პატარებს და აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ,ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ და ამავე ცენტრის თანამშრომლებმა.
კონფლიქტისპირა ტერიტორიაზე ასებულ საავშვო ბაღებში იმყოფებოდა მამუკა ქარდავა და აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ამ ეტაპზე 4 აღსაზრდელი გადმოდის და აგრძელებს სწავლას