- გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 -დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე – “გენდერი, გენდერული ძალადობა და მისი პრევენცია“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს, მიეწოდათ ინფორმაცია მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის ფორმებზე და მისი დაძლევის გზებზე, ასევე დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები.
დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ჭრილში. ასევე, სახელმწიფოში არსებული კანონით განსაზღვრული მომსახურებებისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღება.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ტრენინგი ჩაატარა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ლალი შენგელიამ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს დასრულდება.