გუბერნატორი ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების შესახებ არსებულ პრობლემას გაეცნო.

სოფელს წყლის დებეტის არ ჰყოფნის, გადაწყდა რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არსებული პრობლემის და წყალმომარაგების ქსელის ვითარების შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფს გამოყოფს.

ჯგალში 180-მდე ოჯახს ტექნიკური წყალი მიეწოდება, თუმცა არასაკმარისი დებეტის გამო მოქალაქეებისთვის ზაფხულის პერიოდში წყლის მიწოდება პრობლემურია.

მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და წყალმომარაგების კომპანიის წალენჯიხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს