- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა.
გიორგი ნადარაიას ეკონომიკური განათლება აქვს. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია (ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხები).
გიორგი ნადარაია სხვადასხვა დროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. 2020 წლიდან დღემდე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.