“დემოკრატიის ფესტივალი” წალენჯიხაში

  • წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალი” DemFest-გაიმართა.

ინოვაციური ფესტივალის მთავარი იდეა დემოკრატიისა და მისი სულისკვეთების აღნიშვნა გახლდათ.

ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.

ღონისძიება ოფიციალურად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გახსნა.

ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ შექმნილი ნაწარმი და ხელოვანების ნამუშევრები.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთ სივრცეში იყვნენ შეკრებილი. ოპოზიციონერები მოსახლეობას შეხვდნენ და მათ არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ.

საღამო კი ჯგუფი- “გამოუვალი მდგომარეობა” -ს მიერ გამართული კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციალიტეტის მერია ავრცელებს