- ინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდილი ავრცელებს.
“დაახლოებით 17:00 საათისთვის ჩქვალერის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა, ჩვენი, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მყისიერად ავიდნენ ინწრას ხეობის სათავესთან, ადგილზე, სადაც სასმელი წყლით მარაგდება წალენჯიხის სოფლები: ჩქვალერი, საჩინო, ზედა საჩინო და ეწერი. აღმოჩნდა, რომ მილების დაერთების სათავე მთლიანად მოშლილია სტიქიის მიერ და წაღებული. დაახლობით 70 მეტრი მილები ჩამოტანილია ხეობაში. მიღებული ინფორმაციის შესწავლის, შეფასების, გადამოწმების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს. წყალი ჩვეულებრივად მიედინება და როგორც კი მოგვეცემა საშუალება და ამინდი შეგვიწყობს ხელს, აღვადგენთ წყლის მიწოდებას. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა დავამშვიდო – ამ ეტაპზე დაგუბების და ჩახერგვის საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მერია გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და როგორც კი ამინდი შეგვიწყობს ხელს, დაიწყება წყლის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები“, – განაცხადა ვანო ბურდულმა.