- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 წლის მამაკაცი. პაციენტი წალენჯიხის მცხოვრები იყო.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.