- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლიასა და პალურში ერთდროულად სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია დაიწყო.
ლიაში საქობალიოს უბანში ხიდ-ბოგირის მშენებლობა მიმდინარეობს.
პალურის უბანში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის მზღუდავი ბარიერის მოწყობა დასრულებულია.
უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ ეტაპზე 71 პროექტი მიმდინარეობს, 31 კი დასრულებულდა.