- ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დღეს, 3 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ გრანელის უცნობი ნახატების კრებული წარადგინეს და მასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი “არტანუჯი ბავშვებისათვის” წარმოადგინა თამარ კაკუბავამ, რომელიც გახლავთ აღნიშნული პროექტის ხელმძღვნელი.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი წიგნების კრებულები და მათი ავტორები-ლეილა სიჭინავა, ნონა ფიფია და მიმოზა ცანავა.
ლეილა სიჭინავამ და ნონა ფიფიამ საზოგადოებას წაუკითხეს საკუთარი შემოქმედებიდან ამონარიდები და ასევე მადლობა გადაუხადეს კრებულის დამფინანსებელს მამუკა ხაზარაძეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისათვის.