- მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 – კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა და დამეწყრილი მონაკვეთის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მედანის საავტომობილო გზის ღირებულება 4 525 548 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პასაჟი საქართველო“ ასრულებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.