- დიდი სამამულო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის მელიტონ ქანთარიას გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, გმირს პატივი მიაგო და საფლავი გვირგვინით შეამკო წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.
წალენჯიხის მუნიპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამარ ბელქანია სიმბოლურად მივიდა ქალაქ ჯვარში არსებულ ბერლინის კედლის ფრაგმენტთან.
ინფორმაციისთვის: მელიტონ ქანთარია ქალაქ ჯვარში 1993 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა.