- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ბიბლიოთეკის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ბიბლიოთეკა წლების მანძილზე რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სრულდება.