- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია სტუდენტურ დასაქმებაში მონაწილე ახალგაზრდებს მასპინძლობდნენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემა ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დაწყება გახლდათ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და აღინიშნა, რომ დოკუმენტზე მუშაობას სტუდენტები დღეიდან დაიწყებენ და მომავალი კვირისათვის პირველად სახეს წარადგენენ.
გიორგი ხარჩილავას თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის მართვაში და დოკუმენტის შექმნის პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მათი იდეები, მიზნები და მიმართულებები ყველა სფეროში.