- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიქავა-მუხურის დამაკავშირებელი გზის 2,785 კმ-იან გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.
“ამჟამად გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია-შპს ნიუ პასაჟი ასრულებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ასევე კიუვეტები და ბეტონის წყალსაწრეტი არხები.”-აღნიშნულია ინფორმაციში.