მოყვარულთა ლიგა-წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი იწყება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ორგანიზებით, იწყება საქართველოს ფეხბურთის ასოციაციის პროექტის, მოყვარულთა ლიგა- წალენჯიხის მუნიციპალური ჩემპიონატი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ეტაპის მონაწილე გუნდის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან.

“ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება IFAB-ის ფეხბურთის თამაშის წესების შესაბამისად. გთხოვთ, ჩემპპიონატში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინოთ განცხადება მ/წლის 25-30 ივლისის ჩათვლით ადმინისტრაციაში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.